LIQUI MOLY და Turner Motorsport

     

    LIQUI MOLY და Turner Motorsport-ის სარბოლო გუნდი აგრძელებს თანამშრომლობას ახალი 2021 წლის  სეზონის ფარგლებში.

    LIQUI MOLY ინარჩუნებს მყარ პოზიციებს აშშ – ს ავტოსპორტის ინდუსტრიაში: ძრავის ზეთების, დანამატებისა და ავტოქიმიის მწარმოებელი გერმანული სპეციალისტი აგრძელებს თანამშრომლობას Turner Motorsport– თან IMSA WeatherTech SportsCar Championship– ის, IMSA Michelin Pilot Challenge-ის და SRO GT World Challenge America Championship– ის ფარგლებში. ”ეს შესანიშნავი ნამატია საერთაშორისო მაშტაბით ფორმულა 1 – სა და MotoGP– ის მერე,” - ამბობს სებასტიან ზელგერი, LIQUI MOLY აშშ / კანადის აღმასრულებელი დირექტორი.

    Turner Motorsport-ი BMW– ს პარტნიორია სამ სარბოლო სერიაში, კერძოდ M6 GT3 და M4 GT4. LIQUI MOLY– მ თავისი განსაკუთრებული აღიარება აშშ – ში მოიპოვა, როგორც გერმანული ავტომობილებისთვის განკუთვნილი  ზეთებისა და დანამატების სპეციალისტი. ამ ავტომობილებს  სჭირდებათ სპეციალური ფორმულირებები სტანდარტული ძრავის ზეთის ნაცვლად, ჩვეულებრივი API სპეციფიკაციით. ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მრავალი სახეობის  ზეთი სპეციალურად ადგილობრივი ავტოინდუსტრიისთვის, გერმანიიდან აშშ – ში იმპორტირებული  ავტომობილები ჩვენი წარმატების ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება”, - ამბობს სებასტიან ზელგერი. ”იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძრავის ზეთები, რომლებიც ოფიციალურად დამოწმებულია BMW– ს, Volkswagen– ის, Audi– ს, Mercedes– სა და Porsche– ს მიერ.

     

     

    უილ ტერნერი, გუნდის ხელმძღვანელი: ”LIQUI MOLY‘ არის ყველგან და ბოლო დროს დააფიქსირა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები აშშ-ში. ვერ ვფიქრობ უკეთეს პარტნიორზე, რომელიც 2021 წელს ჩვენს გვერდით უნდა იყოს აშშ-ს სამ ურთულეს სარბოლო სერიაში. ”

    2021 წლის ინვრის ბოლოს დაიწყო Daytona 24h სარბოლო სეზონი . BMW M6 GT3 პირველად იქ გამოჩნდება LIQUI MOLY იერსახით. "24-საათიანი რბოლა არის საავტომობილო ზეთის უმაღლესი ხარისხის დასადასტურებლად საბოლოო ტესტი", - ამბობს სებასტიან ზელგერი. ”ზეთი, რომელიც იქ თავს იჩენს, ასევე უზრუნველყოფს საუკეთესო შესრულებას, ძრავის საიმედო და მაქსიმალურ დაცვას ცვეთისა და დაზიენებისაგან.”

    Daytona– ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს LIQUI MOLY– სთვის. ბრენდი იქ პირველად 1980 წელს გამოჩნდა. მაშინ LIQUI MOLY-ის Porsche 935– მა გაიმარჯვა 24 – საათიან რბოლაში 33 წრის ლიდერობით.