სინთეტიკური ზეთი ჩანგლებისა და ამორტიზატორებისათვის Motorbike Fork Oil Heavy 15W
პოლიალფაოლეფინების ბაზაზე შექმნილი 100% სინთეტიკური ზეთი მადემფირებელი სითხედ გამოყენებისათვის კლასიკური მოტოციკლეტებისა და სხვა მოტოტექნიკის ჰიდრავლიკურ ამორტიზატორებში. მწარმოებელთა რეკომენდაციების თანახმად, ოპტიმალურია კლასიკებთა, ჩოპერებისა და სპორტბაიკების მოკლესვლის საკიდებში გამოყენებისათვის. ახშობს ქაფწარმოქმნას, ამსუბუქებს ჩანგლის სვლას, ამცირებს ცვეთას. უზრუნველყოფს თავისუფალ სვლას და შესანიშნავ ამორტიზაციას. ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას. ასევე გამოიყენება გაცვეთილ ამორტიზატორებში მათი სიხისტის გაზრდისათვის.
პოლიალფაოლეფინებზე შექმნილი 100% სინთეტიკური ბაზისა და თანამედროვე დანამატების გამოყენება უზრუნველყოფს როგორც საკიდის სტაბილურ მუშაობას ტემპერატურათა ფართო დიაპაზონში ასევე სითბური გაფართოების დაბალ კოეფიციენტს, რაც აუმჯობესებს დემფირებას მაღალ დატვირთვასა და რხევის მაღალ სიხშირეზე. ახშობს ქაფწარმოქმნას, უზრუნველყოფს თავისუფალ სვლას, ამცირებს ცვეთას. შეთავსებადია ამორტიზატორების პოლიმერულ და შემამჭიდროვებელ მასალებთან. იცავს კოროზიისგან, კარგად აცალკევებს წყალს.
- სტაბილური დემფირება
- თავისუფალი სვლა
- სითბური გაფართოების დაბალი კოეფიციენტი
- ახშობს ქაფწარმოქმნას
- ოპტიმალურია გრძელვადიანი საკიდეურებისათვის
- შეთავსებადია პოლიმერულ მასალებსა და რეზინასთან
- ამცირებს ცვეთას
- ახშობს კოროზიას, აცალკევებს წყალს
ზეთი Motorbike Fork Oil 15W Heavy უზრუნველყოფს საუკეთესო მართვადობას და კომფორტს მოძრაობაში. ამცირებს ცვეთას, ახანგრძლივებს საექსპლუატაციო ვადას.
ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას
100% გერმანული პროდუქცია
ჩვენ გთავაზობთ 7000-ზე პროდუქციას