×

კუმოს საბურავების ფოტო 

KUMHO TIRE

Kumho Tires - 1960 წელს დაარსებული სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც დღეს-დღეისობით წელიწადში 68 მლნ საბურავს აწარმოებს და ავტომწარმოებლებისათვის ერთ-ერთი უმსხვილესი საბურავების OEM მიმწოდებელია 1968 წლიდან. ბრენდის ზრდა 1966 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიის გადაწყვეტილებით, დაიწყო საბურავების ექსპორტი აზიის სხვა ქვეყნებში. 1990 წელს, Kumho Tires-მა დაარსა კვლევითი ინსტიტუტი და გლობალური R&D ცენტრი აკრონში, აშშ და ევროპაში. შესაბამისად, კომპანიას მიეცა საშუალება ემუშავა ისეთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, როგორიცაა  Run-flat ტექნოლოგია და პირველი 32 დიუმიანი ულტრა მაღალი ხარისხის (UHP) საბურავი. ტექნოლოგიური განვითარების დახმარებით, Kumho Tires  ბრენდი 1992 წელს, დასახელდა ტოპ 10 -ი ყველაზე მოთხოვნად საბურავის მწარმოებელ ბრენდს შორის. ბრენდი ამაყობს, რომ არის მილიონობით ავტომფლობელის არჩევანი საბურავების კატეგორიაში და არა მხოლოდ საცალო მომხმარებლის, არამედ უდიდესი ავტომწარმოებლის არჩევანი, მათ შორის: Hyundai, Kia, Mitsubishi, Ford, BMW და Mercedes Benz.

Kumho Tires - ი, როგორც საბურავების მწარმოებელმა მაღალი დონის გლობალურმა კორპორაციამ,  დაარსა კორეის პირველი APU საწარმოო ობიექტი პიონგტაეკში, საბურავების ისტორიის მუზეუმი და TirePro მაღაზიები. ბრენდის მიერ, წარმოებული საბურავების უმაღლესი ხარისხი სერტიფიცირებულია 2000 წლიდან Auto GP-ის, Master's-ის მიერ და მრავალი სხვადასხვა, საავტომობილო სპორტის ღონისძიებებში მოპოვებული ჯილდოებით. Kumho Tires მთლიანად ფოკუსირებულია ''პროდუქტების შემუშავებაზე, რომელიც მომხმარებელს სურს'', დაგეგმვის ეტაპიდან განვითარების ეტაპამდე. 

2010 წელი ბრენდისათვის, მნიშვნელოვანი წელი გამოდგა. გარდა იმისა, რომ ბრენდის წარმატებულ ისტორიას, 50 წელი შეუსრულდა, ამ წლიდან დაიწყო ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი, KUMHO TIRE გახდა კორეის მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსში (KCSI) N1 ბრენდი მსუბუქი ავტომობილების საბურავების კატეგორიაში და ეს სტატუსი შემდეგი 14 წლის განმავლობაში არ დაუთმია. 

2014 წელს Renault Group Supplier Awards-ის მიერ დასახელებული იქნა როგორც ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია და ეს ჯილდო დაემთხვა, კომპანიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, Kumho Tire-მა ოფიციალურად შექმნა სარბოლო გუნდი, Ecsta Racing Team. რომელიც 2024 წელსაც, წარმატებით ასპარეზობს  სამხრეთ კორეის სარბოლო ჩემპიონატზე CJ Superrace და გუნდი არაერთი გამარჯვების მფლობელია. 

ბრენდი ასევე აქტიურად მონაწილეობს Hyundai N ფესტივალზე, რომელიც კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარბოლო შოუა და ორგანიზებულია Hyundai Motor კომპანიისგან. Kumho Tires -ი სარბოლო შოუს ოფიციალური პარტიორია, რომელიც  საბურავების ექსკლუზიური მიმწოდებელია N1 კლასის სარბოლო ავტომობილებისათვის  ( ECSTA S700 და W701 ). 

კუმოს საბურავების ფოტო

ჯილდოები

ბრენდის 60 წლიანი ისტორიის განმავლობაში. Kumho Tires-ი მრავალი ჯილოდს და აღიარების მფლობელი გახდა, როგორც სამხრეთ კორეის ბაზარზე ასევე გლობალური მასშტაბითაც. მათ შორის აღსანიშნავია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გაცემული ჯილდოები, რომელსაც ბრენდი 1999 წლიდან ფლობს: მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ტექნოლოგიის მქონე კომპანიი ჯილდო, კორეის ახალი ტექნოლოგია და KOSHA 18001 -ის მქონე კომპანია, რომელიც ასახავს უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელიც ბრენდმა მაღალ-ტექნოლოგიური საწარმოოს შექმნისა და მოთხოვნის ეფექტურად შესრულებით მიაღწია. ასევე ბრენდმა დაიმსახურა საერთაშორისო ჯილდოები, როგორც ევროპის ასევე ამერიკის ბაზარზე: IDEA Design Award - საუკეთესო დიზაინის მქონე პროდუქტის ჯილდო, Red-Dot - დიზაინის ჯილდო. 

ჯილდოები:

კუმოს საბურავების ფოტო

ღირებულების სისტემა და ხედვა

უზრუნველყოს მომხმარებლებს უსაფრთხოება და კომფორტულობა, ახალი ტექნოლოგიებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების გამოყენებით -  ღირებულებების სისტემა, რომელიც ბრენდმა 60 წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩამოაყალიბა, მუდმივ განვითარებაზე და მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა დაფუძნებული. ხედვა, რომელიც ერთი მთავარი იდეის გარშემო ერთიანდება, მხოლოდ ერთი ფრაზით გამოიხატება - ''შენი სტაბილური პარტიორი''. 

რატომ KUMHO TIRE? 

 კუმოს საბურავების ფოტო

 

Kumho Tires - ოპტიმალური შესრულება, ხარისხი და რაც მთავარია უსაფრთხოება - ქვაკუთხედი, რომლის გარშემოც გაერთიანებულია ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ენდობა მომხმარებელი. ''რაც მომავალია, უკვე აქ არის'' უნიკალური 'ESCOT' ტექნოლოგია  (Excellent & Smart Contour Optimization Theory), Kumho Tire-ის ტექნოლოგიური მიღწევა, მეტი უსაფრთხოებისათვის, ESCOT ტექნოლოგია უზრუნველყობს ეფექტურ მოჭიდებას გზის ზედაპირზე, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს მართოს ავტომობილი უსაფრთხოთ და კომფორტულად. ახალი თაობის ინოვაციური საბურავი, რომელსაც ბრენდი გვთავაზობს იყენებს სპეციალურ რეზინის ნაერთს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ეფექტურ აეროდინამიკაზე. მეტი უსაფრთოხება? - რატომაც არა, Kumho Tires-ი აღჭურვილია XRP ტექნოლოგიით, რომელიც ორიენტირებულია საბურავის გვერდითა კედლების მეტ გამაგრებაზე, რათა მინიმუმამდე დავიდეს საბურავის დეფორმაციის და სტრუქტურული რღვევის რისკი ჰაერის წნევის დაკარგვისას. 

კუმოს საბურავების ფოტო

ღირებული არჩევანი 

○ მაღალი დონის შესრულება - ბრენდი ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების და დახვეწილი დონის საბურავების შექმნაზე
○ უსაფრთხოება - ღირებულება, რომლის მიმართ კომპანიას 60 წლიანი ერთგულება გააჩნია.
○ ინოვაციური ტექნოლოგიები - მომხმარებლისათვის კომფორტისა და უსაფრთხოებისგაუმჯობესების მიზნით, ბრენდი მუდმივად ახორციელებს ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენებას
○ გლობალურობა - Kumho Tires-ი წარმოდგენილია მსოფლიოს 180 ქვეყანაში

კუმოს საბურავების ფოტო

 

 

გამოიწერეთ სიახლეები