×

ბრენდის შესახებ

S-OIL დაარსდა 1976 წელს და შეიმუშავა მენეჯმენტის მახასიათებლები საერთაშორისო მასშტაბის შესატყვისი მობილურობით და მართვის სტრატეგიით, იმისათვის რომ  განვითარდეს, როგორც კონკურენტუნარიანი გლობალური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია. დღეს კომპანიას აქვს საწარმო ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ საპოხ საბაზისო ზეთებს, ნავთობქიმიურ პროდუქტებს, საცხეპ საპოხ მასალებს და ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა რომელიც დღეში 669,000 ბარელ ულსანიში, ონსანის ინდუსტრიულ კომპლექსში. S-OIL-მა მოახდინა საპოხი მასალების პორთფოლიოს დივერსიფიკაცია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. S-OIL ფლობს როგორც ეკონომიურ და მიზანშეწონილობით გამორჩეულ პროდუციის სერიას, ასევე უმაღლესი ხარისხის საპოხი საშუალებების ასორტიმენტს, და ბაზარზე ორივე წარმოდგენილია S-OIL 7-ს სახითSaudi Aramco, მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობკომპანია, გარკვეულნაწილად უზრუნველყოფდა S-OIL-ის ზრდას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როგორც S-OIL/ის უმსხვილესი აქციონერი. 2015 წელს, Saudi Aramco გახდა S-OIL-ის ერთადერთი უმსხვილესი აქციონერი. შესაბამისად, S-OIL-მა გაზარდა მის მიმართ აქციონერების სანდოობა და განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ასევე, მიღწეული იქნა პროდუქტის მაღალი ხელმისაწვდომობა მსოფლიო ბაზარზე, რადგან Saudi Aramco-ს გლობალური რესურსი გადაიქცა ახალ შესაძლებლობად S-OIL-ის გლობალური ზრდისთვის.

1.ნავთობის გადამუშავების საქმიანობა - 1980 წელს S-OIL-მა დაიწყო თავისი პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კომერციული ოპერირება 90000 ბარელი/დღეში ტევადობით. მას შემდეგ მან ორჯერ გააფართოვა გადამამუშავებელი ობიექტების რაოდენობა და დღეს S-OIL არის ნავთობგადამამუშავებელი მსხვილი კომპანია. გადამუშავების სიმძლავრე 669000 ბარელი/დღეში. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აწარმოებს მსუბუქი ნავთობის გოგირდის გამწმენდ ობიექტებს და ბენზინის წარმოების ობიექტებ ოპერირებას. ასევე, კომპანიამ მოახდინა ორი ერთეული ნარჩენების ჰიდრო-დეგოგირდიზაციის (RHDS) ობიექტის ოპერირება, რომლებიც მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტების წარმოებას ემსახურება. 2018 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირება დაიწყეს ნარჩენების ჰიდრო-დეგოგირდიზაციის (No. 3 RHDS) და მაღალი სიმძიმის სითხის კატალიზური კრეკინგის (HS-FCC) დანაყოფების ობიექტებმა. ამით S-OIL-მა შეძლო მთელი საწარმო ხაზის ოპტიმიზაცია და მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტების მიღება და მტკიცედ ჩამოყალიბდა მსოფლიო მასშტაბის ნავთობგადამამუშავებელ წამყვან კომპანიად.

2. საპოხი ზეთის წარმოების საქმიანობა - დაარსების დღიდან, როგორც პირველი საპოხი ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ კორეაში, S-OIL Corporation-მა შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპი სამხრეთ კორეის საბაზო ნავთობის ბაზარზე, რომელიც 1976 წლამდე მთლიანად იყო დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე, მაგრამ დღეს ამავე პროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია გლობალურ ბაზარზე. S-OIL არის სამხრეთ კორეის ერთადერთი კომპანია, რომელსაც აქვს Ⅰ/Ⅱ/Ⅲ ჯგუფის საბაზისო საპოხი ზეთების სრული ასორტიმენტი და გლობალურად პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო კლასის მწარმოებელი, რომელიც აწვდის მაღალი ხარისხის საბაზისო ზეთებს არა მხოლოდ აზიის, არამედ ევროკავშირის და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარს.

3. საპოხი ზეთები - ''ჩვენ ვპასუხობთ ბაზრის სხვადასხვა მოთხოვნებს უწყვეტი ცვლილებისა და განვითარების შედეგათ''. მას შემდეგ, რაც 1989 წელს S-OIL-მა საპოხი ზეთების საქმიანობა დაიწყო, S-OIL მოკლე პერიოდში ამყარებს თავის პოზიციებს, როგორც ლიდერ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ხანგძლივი ძალისხმევის და ინოვაციური გზების გამოყენებით. S-OIL ახორციელებს პროდუქტის და ბრენდის პორტფოლიოს დივერსიფიკაციას ბაზრის კლიმატის ცვლილების შესაბამისად. 1989 წელს DRAGON-ის ბრენდის, 2005 წელს SSU და 2014 წელს S-OIL 7 გამოშვებით, კომპანია ლიდერობს ბაზრის ტენდენციებში მაღალი ხარისხის და კლასის პროდუქტების წარმოებაში. შესაბამისად, კომპანიამ 2019 წელს გააერთიანა თავისი ყველა ბრენდი ერთი სახელწოდების ქვეშ - S-OIL 7, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ბრენდის იმიჯი და კიდევ ერტხელ ხაზი გაუსვა S-OIL-ის მთლიანი საწარმო ხაზის ხარისხობრივ პრემიალურობას. სამრეწველო ნავთობის სეგმენტში, S-OIL აფართოებს ხაზს, რათა დააკმაყოფილოს სხვადასხვა ინდუსტრიული ქვესეგმენტების მოთხოვნები, როგორიცაა ჰიდრავლიკური ზეთი, კომპრესორის ზეთი და ტრანსმისსის ზეთები, რა დროსაც სარგებლოს საპოხი ზეთის წარმოების უაღრესად მოწინავე ტექნოლოგიით.

4. ნავთობქიმიური საქმიანობა - ნავთობის გადამუშავების და საპოხი ზეთების წარმოების საქმიანობასთან ერთად, S-OIL-ს აქვს საუკეთესო კონკურენტუნარიანობა ნავთობქიმიის სფეროში, რასაც ბიზნესის დივერსიფიკაციის გზით აღწევს. მუდმივი ზრდისთვის, S-OIL ძირითად ძალისხმევას იყენებს წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი ღირებულების გაზრდაში. შედეგად, 1991 წლის აპრილში BTX-ის საწარმო ქარხნის და ნაფთას რეფორმირების ქარხნის კომერციული ფუნქციონირებით, შეიქმნა პეტროქიმიის სფეროში ბიზნესის დივერსიფიკაციისთვის საფუძველი. ასევე, 1997 წლის დეკემბერში საწარმო ქარხნის არსებული ტერიტორიაზე დასრულდა Xylene Center-ის მშენებლობა, რომელიც აწარმოებს პარა-ქსილენს 700,000 ტონა(ამჟამად 740,000 ტონა) რის შედეგადაც, კომპანია ოფიციალურად შევიდა პეტროქიმიის სფეროში. კერძოდ, ამ ქარხანამ არამარტო შეამცირა ერთეულზე საინვესტიციო დანახარჯი, არამედ უზრუნველყო BTX პროცესის ნავთობქიმიური პროდუქტის შექმნა რომელიც იყო Para-Xylene, რომელსაც აქვს მაღალი კონკურენტუნარიანობა მატერიალური გადასახადის თვალსაზრისით.

S-OIL და TOTAL - ექსპერტების გაერთიანება

1987 წელს Total Energies–მა დაიწყო საპოხი მასალების ბიზნესი კორეაში ადგილობრივ პარტნიორ Isu Chemical–თან ლიცენზირებით და განვითარდა, როგორც ერთობლივი საწარმო S-Oil–თან, კორეის ერთ–ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპანიასთან ერთად უკვე 2008 წელს. S-Oil Total Lubricants აწარმოებს და ყიდის, მაღალი ხარისხის საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო ასორტიმნეტს, რის შედეგადაც გაჩნდა სიდით მესამე აზიაში და უმსხვილესი სამხრეთ კორეაში საპოხი მასალების მწარმოებელი კორპორაცია. 2015 წლის მდგომარეობით, ულსანში მდებარე Onsan S-Oil-ის გადამამუშავებელი ქარხნიდან საბაზისო ზეთის სტაბილური მიწოდებით, S-Oil Total Lubricants-ს უჭირავს საცხეპ საპოხი მასალების შიდა ბაზრის 16%-იანი წილი, რაც აძლიერებს თავის პოზიციას, როგორც პრიორიტეტულ პარტნიორს ადგილობრივი ავტომობილების მწარმოებლებისთვის. უფრო მეტიც, მისი გამორჩეული ხარისხი და ტექნოლოგიური სიძლიერე სულ უფრო და უფრო აღიარებადი ხდება მთელ მსოფლიოში. S-Oil Total Lubricants ყოველთვის ცდილობს იყოს საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა საპოხი მასალების მწარმოებელი კორპორაცია ინოვაციური სერვისების სპექტრის შეთავაზებით, როგორიცაა Total ANAC (ANAC არის ANAlysis Compared-ის აბრევიატურა).

 

1 / 4
2 / 4
3 / 4
4 / 4
 
 

რატომ S-OIL

საპოხი მასალების ბიზნესში დებიუტიდან 25 წლის განმავლობაში, S-OIL-მა შეიძინა დიდი გამოცდილება საპოხი მასალების შემუშავებაში და წარმოებაში, მსოფლიო წამყვან ავტომწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში. S-OIL უზრუნველყოფს  ძრავის და ტრანსმისიის ზეთების ფართო სპექტრის მიწოდებას პირადპირ საწარმოო კონვეიერზე წამყვან ავტომწარმოებლებისთვის. მათ შორის Hyundai-Kia Motors, GM Korea, Renault Samsung Motors, Ssangyong Motor, Toyota, Lexus და ა.შ.  ჩვენ რეგულარულად ვაწვდით Hyundai-Kia Motors-ს მსუბუქი ავტომობილების ბენზინის და დიზელის ძრავის ზეთებს ქარხნული პირველადი შევსებისთვის და რამოდენიმე წლის წინ, დავიწყეთ მაღალი ხარისხის და ეკო მეგობრული დიზელისკომერციული ძრავის ზეთების მიწოდება, რომლებიც აკმაყოფილებს Euro VI-ს, ემისიის უახლეს სტანდარტს.

 

S-OIL 7 საპოხი მასალების ბრენდის პროდუქცია წარმოებულია სრული სინთეზური და სინთეზური საბაზისო ზეთებით - HVI/VHVI (მაღალი სიბლანტის ინდექსი/ძალიან მაღალი სიბლანტის ინდექსი-ჯგუფი II/III) კლასის საბაზო ზეთი და PAO (პოლი ალფა ოლეფინი), რაც მაქსიმალურად აუმჯობესებს ხუთ ძირითად მახასიათებელს, რომელიც საჭიროა თანამედროვე ძრავისთვის. ეს ბრენდი განასახიერებს ისეთ მნიშვნელობებს როგორიცაა "განვითარება" მანქანის ტექნიკური მუშაობის გასაუმჯობესებლად და "წინსვლა" მძღოლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. S-OIL SEVEN შემუშავდა aramcoULTRA ტიპის საბაზისო ზეთის გამოყენებით, რომელსაც ახასიათებს, ძალიან მაღალი სიბლანტის ინდექსი, ამჟავებისადმი მაღალი სტაბილურობა და ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას S-OIL SEVEN-ის მიმართ. ბრენდის კონცეფცია:

ტექნოლოგიური განვითარება და სიახლეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში, თითოეული საპოხი პროდუქტი შემუშავებულია მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, რაც მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყობს პროდუქტის ინგრედიენტების შერევის უნიკალურ თანაფარდობას. 

გამოიწერეთ სიახლეები