×
 

 

NORDEXX - დაბადებულია ჩრდილოეთში

სკანდინავიური ხარისხი, რომელიც ავტომობილის მართვის და კონტროლის უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს ! - კომპანია გეზ მოტორსი, დანიური საბურავების ბრენდის NORDEXX-ის ოფიციალური წარმომადგენელია. გეზ მოტორსი გთავაზობთ NORDEXX-ის ბრენდის საბურავების ფართო სპექტრს, როგორც მსუბუქი ასევე სატვირთო ავტომობილისათვის.

NORDEXX - ის შესახებ

Nordexx-ი NDI A/S ჯგუფის ნაწილი და ჩრდილოეთ ევროპის საბურავების ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. რომელიც 1970 წლიდან მსოფლიო ბაზარს დანიური ხარისხით დამზადებულ საბურავებს სთავაზობთ, თანამედროვე და ინტელექტუალურ გადაწყვეტილებას ინდუსტრიის ყველა ასპექტისთვის. გლობალური ბრენდი, რომელიც საბურავების სრულ ასორტიმენტს აწარმოებს, ზაფხულის, ზამთრის და ყველა სეზონისთვის. მსუბუქი ავტომობილისთვის, მაღალ-გამოავლობის ტრანსპორტისათვის და სატვირთო ავტომობილისთვის. რაც არ უნდა მართოთ და როცა მართავთ, დარწმუნებული იყავით, რომ Nordexx-ს აქვს საბურავები თქვენი ტრანსპორტისათვის. ბრენდის მიზანია, მოძრაობის დროს უზრუნველყოს მძღოლის უსაფრთხოება და ეკონომიურობა, შესთავაზოს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც აღემატება მომხმარებლის მოლოდინს და ბუნებრივია აკმაყოფილებს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. კომპანიის პრიორიტეტია, რომ NORDEXX-მა შეინარჩუნოს გლობალური ბაზრის მოთამაშის როლი და შესთავაზოს მაღალხარისხიანი, თანამედროვე დიზაინის მქონე საბურავები საუკეთესო ფასად. ამიტომაც არის Nordexx-ი არჩევანია მომხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ ფასს, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე რომ დათმონ ხარისხი. კომპანიის მთავარ ბირთვს სწორედ მომხმარებლები წარმოადგენენ. ბიზნესის განვითარებით კონკურენტულ გარემოში, ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, ეფექტური ლოჯისტიკური გადაწყვეტილებებით და გონივრული ფასით, კომპანია ცდილობს იზრუნოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე - მომხმარებელზე.

ფილოსოფია

ჩვენ ვცდილობთ ავიღოთ კონტროლი ჩვენს ცხოვრებაზე? თავისუფალნი ვიყოთ ჩვენი არჩევანის გაკეთებაში? Nordexx-ის ფილოსოფია არის, რომ კონტროლი არ შეიძლება იყოს სტანდარტული, ამას უნარი, განსაზღვრა, ცოდნა სჭირდება და რაც მთავარია კავშირი, კავშირი სამყაროსთან, მასში მყოფ ადამიანებთან და გზასთან, რომელშიც ჩვენ ვმოგზაურობთ. 

გამოიწერეთ სიახლეები